ჩვენს შესახებ

შპს ,,ქართული ღვინის გილდია” საქართველოს მევენახეობა-მეღვინოების სექტორში მოქმედი საგანმანათლებლო - საკონსულტაციო ორგანიზაციაა.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ენოლოგ-მკვლევარებით, პრაქტიკოსი მევენახეე-მეღვინეებით, სომელიეებითა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორებით.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ხარისხზე ორიენტირებულ მწარმოებელთა ხელშეწყობას, მათ მხარდაჭერას დინამიურად განვითარებად გარემოში.

ჩვენი კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ.

ქართული ღვინის გილდიის საქმიანობა ასევე ითვალისწინებს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა ინფორმირებას, გემოვნების განვითარებასა და ხარისხის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ცოდნის გადაცემას.

www.studywine.ge