სასწავლო კურსი „მეღვინეობა“

სასწავლო კურსი „მეღვინეობა“

სასწავლო კურსი განკუთვნილია ღვინის მწარმოებლისათვის, მემარნისათვის, სტარტაპერისათვის. პროგრამა ითვალისწინებს ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ ოპერაციების, მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესების დეტალურ განხილვას, ასევე მეღვინეობის პრაქტიკაში გამოყენებული მოწყობილობების, აპარატურის, ნებადართული მასალების გაცნობას და მათი გამოყენების სწავლებას. მიღებული ცოდნა მსმენელს დაეხმარება კვალიფიციურ დონეზე დაგეგმოს და განახორციელოს ღვინის წარმოების პროცესი. კურსის ხანგძლოვობაა 8 კვირა.

პროგრამა:

I კვირა:

  • მევენახეობა - მეღვინეობის ისტორია (საქართველო და მსოფლიო);
  • ქართული და უცხოური ვაზის ჯიშები.

II კვირა

  • ღვინის კლასიფიკაცა;
  • ქვევრის ღვინო - ქართული ფენომენი.

III კვირა

  • დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები;
  • ღვინის წარმოებისათვის და მცირე მარნისათვის საჭირო აპარატები, მოწყობილობები, ჭურჭელი.

IV კვირა

  • მარნის მომზადება რთველისათვის (რეცხვა - სანიტარიზაცია);
  • რთველის დაგეგმვა: რთველის თარიღი; შერჩევითი რთველი, ნაგვიანევი რთველი.

V კვირა

  • გოგირდის დიოქსიდის გამოყენება და მისი დანიშნულება;
  • ტკბილის დაწდომა;
  • დურდოს მაცერაცია.

VI კვირა

  • ალკოჰოლური დუღილი; სპონტანური დუღილი და კულტურული საფუვრების გამოყენება; ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის წარმოება-დუღილის შეჩერება;
  • ვაშლ-რძემჟავური დუღილი.

VII კვირა

  • მუხის როლი მეღვინეობაში;
  • ღვინის დავარგება-დაძველება.

VIII კვირა

  • ღვინის სტაბილიზაცია (გაწებვა; გამოყენებული მასალები და ოპერაციები);
  • ფილტრაცია, მომზადება ჩამოსხმისათვის (სტაბილიზაციისათვის განკუთვნილი მასალები), ჩამოსხმა;
  • ეტიკეტის შედგენა.

სასწავლო მასალა PDF დოკუმენტების სახით ეგზავნება მსმენელს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე

www.studywine.ge