სასწავლო კურსი „ღვინის დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა’’
(ღვინის ფერი, არომატი, ზადი და ნაკლი)

სასწავლო კურსი „ღვინის დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა’’
(ღვინის ფერი, არომატი, ზადი და ნაკლი)

სასწავლო კურსი განკუთვნილია მეღვინის, მემარნის, სომელიეს, ღვინის მოყვარულთათვის, ვისაც სურს იყოს კვალიფიციური ღვინის მცოდნე-კონნოისერი.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას - ღვინის დეგუსტაციებს; ზადისა და ნაკლის ამოსაცნობად წარმოდგენილი იქნება დაავადებული ღვინის რეალური შემხვევები, რაც ხელს შეუწობს დეფექტის ამოცნობის უნარის განვითარებას. ღვინისათვის დამახასიათებელი ზადის და ნაკლის ცოდნა და მათი ამოცნობის უნარი მეღვინეს, მემარნეს დაეხმარება წარმოების პროცესში აირიდოს ღვინის დეფექტების განვითარების მოსალოდნელი რისკები.

ღვინის დეგუსტაციის ძირითადი პრინციპების, ღვინის ფერის პარამეტრებისა და არომატების ცოდნა მსმენელს მისცემს საშუალებას ისწალოს ღვინის დაგემოვნება. კურსის ხანგძლივობაა 6 კვირა.

პროგრამა

I კვირა

  • ღვინის კლასიფიკაცია;
  • ღვინის დეგუსტაციის თეორია: სენსორული მახასიათებლების აღქმა;
  • ჭიქის ფორმა და მისი მნიშვნელობა; სასმელის სერვინგი, ჭიქა, დეკანტერი; სპიტუნი და სხვა.
  • ღვინის დეგუსტაციის ორგანიზაცია, ნიმუშების თანმიმდევრობა, ტემპერატურა;

II კვირა

  • თეთრი ღვინის ფერი და არომატი;
  • პრაქტიკული კლასი: თეთრი ღვინის დეგუსტაცია, დისკუსია - ორგანოლეპტიკური მახასიათებლების განხილვა; (5 ღვინო);
  • წითელი ღვინის ფერი და არომატი;
  • პრაქტიკული კლასი: თეთრი ღვინის დეგუსტაცია, დისკუსია -ორგანოლეპტიკური მახასიათებლების განხილვა; (5 ღვინო).

III კვირა

  • ღვინის დაჟანგვა: ეთილაცეტატი, აცეტალდეჰიდი; აქროლადი მჟავები;
  • პრაქტიკული კლასი: ოქსიდირებული ღვინოების გასინჯვა, დეფექტის ამოცნობა, დისკუსია;
  • რძემჟავური დუღილი, დიაცეტილი, თაგვი;
  • პრაქტიკული კლასი: ზადიანი ღვინოების (დამჟავება, დიაცეტილი, თაგვი) გასინჯვა, დეფექტის ამოცნობა, დისკუსია.

IV კვირა

  • ცხოველური ტონი; არატიპიური სიძველე; პლასტმასისა და რეზინის ტონები;
  • პრაქტიკული კლასი: ზადიანი ღვინოების (არატიპური სიძველე; პლასტმასისა და რეზინის ტონები) ღვინოების გასინჯვა, დეფექტის ამოცნობა, დისკუსია;
  • საცობის, ობის, მიწისა და სოკოს ტონები;
  • პრაქტიკული კლასი: ზადიანი ღვინოების (საცობის, ობის, მიწისა და სოკოს ტონები) ღვინოების გასინჯვა, დეფექტის ამოცნობა, დისკუსია.

V კვირა

  • გოგირდშემცველი ნაერთები: გოგირდწყალბადი, მერკაპტანი: ეთანთიოლი და მეთანთიოლი; დიეთილსულფიდი და დიმეთილსულფიდი;
  • პრაქტიკული კლასი: ზადიანი ღვინოების (გოგირდწყალბადი, მერკაპტანი, დისულფიდები) ღვინოების გასინჯვა, დეფექტის ამოცნობა, დისკუსია;
  • სორბინის მჟავას გემო; ნემსიწვერას ტონი;
  • პრაქტიკული კლასი: ზადიანი ღვინოების (ღვინოების გასინჯვა, დეფექტის ამოცნობა, დისკუსია.

VI კვირა

  • მწარე ნუშის ტონი; ცელულოზას ტონი; მწვანე ტონები-პირაზინები;
  • პრაქტიკული კლასი: ზადიანი ღვინოების (მწარე ნუშის ტონი; ცელულოზას ტონი; მწვანე ტონები-პირაზინები) ღვინოების გასინჯვა, დეფექტის ამოცნობა, დისკუსია;
  • ვიზუალური დეფექტები;
  • ღვინის სხვადასხვა მიკრობიოლოგიური დაავადებები: გალორწოება, ბრკე დამწარება, მანიტური დუღილი, პროპიონმჟავური დუღილი.

სასწავლო მასალა PDF დოკუმენტების სახით ეგზავნება მსმენელს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე

www.studywine.ge