სასწავლო კურსი „ტრადიციული მარნის ორგანიზაცია და ქვევრის ღვინის წარმოება"

სასწავლო კურსი „ტრადიციული მარნის ორგანიზაცია და ქვევრის ღვინის წარმოება"

სასწავლო კურსი განკუთვნილია მცირე (საოჯახო) მარნის მფლობელთათვის, ქვევრის ღვინის მწარმოებელთათვის, სტარტაპერების, მომავალი მემარნეების, იმ პირთათვის, ვისაც განზრახული აქვს ტრადიციული მარნის მოწყობა და ქვევრის ღვინის წარმოება.

მსმენელი მიიღებს სრულ ინფორმაციას ხარისხოვანი ღვინის წარმოების შესახებ. ტრენინგის პროგრამა ითვალისწინებს მემარნისათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, თუ როგორ მოვაწყოთ ტრადიციული მარანი; რა გვჭირდება ხარისხოვანი ქვევრის ღვინის საწარმოებლად; როგორ აღვადგინოთ მამაპაპისეული მარანი; როგორ დავგეგმოთ ქვევრის ღვინის მარნის მშენებლობა; როგორი ქვევრები გამოვიყენოთ; როგორ მოვუაროთ ქვევრებს, ქვევრის ღვინოს და ა.შ. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმით დამზადებული ქვევრის მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოებაში.

კურსის ხანგრძლივობაა 3 კვირა.

პროგრამა

I კვირა

  • მექვევრეობა და ქვევრის ღვინის წარმოება საქართველოში; ისტორია და თანამედროვეობა;
  • ქვევრის ღვინის უნიკალურობა, ქვევრი როგორც ფენოფენალური ჭურჭელი; ქვევრში მიმდინარე პროცესები;
  • ქვევრი და მისი შედგენილობა, ქვევრის სარქველი; საქართველოს მხარეები და ქვევრი;
  • მარნის მშენებლობის თავისებურებანი, შენობა ნაგებობა, მარნის დიზაინი, საჭირო მოწყობილობები.

II კვირა

  • ქვევრების ჩაყრა, (ინსტალაცია), კირით დადუღაბება, გასანთვლა;
  • ქვევრის რეცხვა, მომზადება რთველისათვის;
  • ქვევრის ღვინის წარმოება: რთველის თარიღის განსაზღვრა, რთველის ორგანიზაცია;
  • თეთრი და წითელი ყურძნის გადამუშავება.

III კვირა

  • ღვინის დუღილი ქვევრში, მადუღარი მასის მონიტორინგი და მოვლა;
  • ქვევრის დახურვა (დაგოზვა); ღვინომასალის მონიტორინგი;
  • ქვევრის გახსნა, ღვინის ამოღება ქვევრიდან; დურდოს პრესირება;
  • ქვევრის ღვინის მოვლა-მომზადება ჩამოსხმისათვის ჩამოსხმა.
  • სასწავლო კურსი ითვალისწინებს:
  • ვიზიტს ქვევრის მარანში და ქვევრის ღვინის ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას;
  • ვიზიტს მექვევრეებთან (ქვევრის მწარმოებელთან) და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის გაცნობას;
  • ვენახების დათვალიერებასა და მევენახეობის პრაქტიკის გაცნობას;
  • მარანში მწარმოებლის მიერ დაყენებული ღვინოების დეგუსტაციას.

სასწავლო მასალა PDF დოკუმენტების სახით ეგზავნება მსმენელს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე

www.studywine.ge