სასწავლო კურსი ,,მევენახეობა“

სასწავლო კურსი ,,მევენახეობა“

სასწავლო კურსი განკუთვნილია პირებისათვის, რომელთაც აქვთ საკუთარი ვენახი ან დაგეგმილი აქვთ ვენახის გაშენება. კურსი ითვალისწინებს ვენახის გაშენება-მოვლის სრული ციკლის სწავლებას. ამასთანავე, სასწავლო ფორმატი მსენელს საშუალებას აძლევს განიხილოს და ამომწურავი პასუხი მიიღოს მისთვის საინტერსეო საკითხებზე. დისკუსიის განმავლობაში განხილული იქნება კონკრეტული შემთხვევები და მევენახეობის აქტუალური პრობლემები. კურსის ხანგძლივობაა 4 კვირა.

პროგრამა:

I კვირა

  • ვაზის კულტურა საქართველოში, მევენახეობა-მეღვინეობის არსებული
  • მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა;
  • საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური მიკროზონები, მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა.

II კვირა

  • ვაზის ჯიშების კლასიფიკაცია, სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით;
  • ვაზი და გარემო: ნიადაგები, წყალი, ტემპერატურული რეჟიმი.

III კვირა

  • ვაზის სარგავი მასალის წარმოება: სადედეები, ინფრასტრუქტურა, ნამყენი ნერგის წარმოების ტექნოლოგიები, შენახვა;
  • ადგილმდებარეობის შერჩევა ახალი ვენახის გასაშენებლად; აგროტექნოლოგიური რუკა და ვენახის გაშენების და მოვლის ბიუჯეტი.

IV კვირა

  • ახალშენი ვაზის აღზრდისა და მოვლის დაჩქარებული ტექნოლოგიები, ვაზის სხვლა-ფორმირება;
  • ვენახის მოვლის აგროტექნოლოგიური და ფიტოსანიტარული ღონისძიებები; ბიომევენახეობა; მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები, რთველი.

სასწავლო მასალა PDF დოკუმენტების სახით ეგზავნება მსმენელს პირად ელექტრონულ ფოსტაზე.

სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე

www.studywine.ge