საოჯახო ღვინის კომპლექსი სადუნი

1315 გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. კრწანისი, ყოფილი ზოო ვეტის აგარაკები

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შექმნის, საქმიანობისა და მიზნის შესახებ.

  • ღვინის მარანი შეიქმნა 2010 წელს საოჯახო მიზნებისთვის, როგორც მეგობრების შეკრების ადგილი აგარაკზე. უამრავი უცხოელი თუ ქართველი სტუმარი ყოფილა მარანში. 2012 წელს გამოცხადდა მარნის კონკურსი ტელეკომპანია რუსთავი 2–ზე. აღნიშნულმა მარანმა დაიკავა პირველი ადგილი, ამას თან დაერთო ღვინის სააგენტოს მიერ წახალისებები, მანიშნებელი ბანერების დამონტაჟება, სხვადასხვა წიგნებში შეყვანა. ბოლოს კი 2017 წელს დავრეგისტრირდით როგორც ტურისტული ობიექტი. 2018 წელს კი გვქონდა 3 ცარიელი ოთახი იმავე კერძო სახლში. ამის შემდეგ შემოგვემატა გესთჰაუსი და ღვინის მარანი სადუნი გადაკეთდა საოჯახო ღვინის კომპლექს სადუნად. მივიღეთ რამოდენიმე ათეული სტუმარი და წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას.

ინფორმაცია მარნის შესახებ

  • მისამართი:1315 გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. კრწანისი, ყოფილი ზოო ვეტის აგარაკები
  • ტელ:577982992
  • ელფოსტა:georgiawinecellar@hotmail.com
  • ინფორმაცია კუთვნილი ვენახების შესახებ:გვაქვს ვენახი საჩხერის რაიონში, სოფ. მერჯევში. ასევე ახლო მეგობრებისაგან გვაქვს პატივი ამაყად ვთქვათ სოფელი ხაშმი, სადაც მოდის უნიკალური საფერავი. ასევე ადგილზე გვაქვს მცირე ზომის ვენახი, რთველის მონაწილეების იმიტაციისთვის.
  • გაშენებული ყურძნის ჯიშები:ხაშმის საფერავი, ქვიშხური.
  • ღვინის სახეობები, ხაშმის საფერავი, იმერული ქვიშხური, ვარდისფერი (როზა),

საოჯახო ღვინის კომპლექსი სადუნი