ლომთაძეების მარანი

გურჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შექმნის, საქმიანობისა და მიზნის შესახებ.

  • „ლომთაძეების მარანი ველისციხე“ წარმოადგენს მცირე საოჯახო მარანს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. მარანი აშენებულია XX-საუკუნის დასაწყისში, მარანში განთავსებულია 1900-1905 წლებში დამზადებული 24 ქვევრი და აგურის ორნამენტებით მოპირკეთებული საწნახელი. მარნის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ საუკუნეზე მეტია არ შეჩერებულა ტრადიციული, კახური მეთოდით ღვინის დაყენება. ოჯახს გააჩნია რქაწითელის და საფერავის ჯიშის ვენახები, რომელთა მოვლაც 2015 წლიდან ხორციელდება ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით. მარანი არის ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრი. 2015 წლიდან ვაწარმოებთ ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოებს, რომელიც იყიდება „ლომთაძეების მარნის“ სახელით. ღვინის ძირითადი რეალიზაცია ხდება საქართველოში, ასევე პერიოდულად კერძო შეკვეთებით გადის საზღვარგარეთ.

ინფორმაცია მარნის შესახებ

  • მისამართი:გურჯაანის რაიონი სოფელი ველისციხე
  • ტელ:591332466; 597070222
  • ელფოსტა:FB lomtadzeebis marani velistsikhe,
  • ინფორმაცია კუთვნილი ვენახების შესახებ:1.2 ჰა ვენახი
  • გაშენებული ყურძნის ჯიშები:0.4 ჰა საფერავი, 0,8 ჰა რქაწითელი.
  • ღვინის სახეობები, რქაწითელი და საფერავი

ლომთაძეების მარანი