ღვინის არომატი, ზადი და ნაკლი

ავტორი: მარიამ ხომასურიძე

საქართველოს ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორია, ნეოლითის ხანიდან დღემდე მეღვინეობის მეცნიერულად დადასტურებული უწყვეტი ტრადიცია, თაობების მიერ შენარჩულებული ქართული უნიკალური 525 ვაზის ჯიში და წინაპართა გამოცდილებაზე დაფუძნებული ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია ქართულ ღვინის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აქტუალურია ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმა და ხარისხოვანი ღვინის წარმოება. საერთაშორისო საზოგადოება კარგად გათვითცობიერებულია ღვინის ხარისხში.

განვითარებული ქვეყნების ღვინის მომხმარებლები ადვილად ახდენენ ღვინის ზადისა და ნაკლის იდენტიფიცირებას. საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ,,ღვინის სამშობლოს“ წამომადგენელთა სტატუსი, ქართველ მეწარმეებს მეტ მორალულურ პასუხიმგებლობას აკისრებს.

ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისათავის, პოპულარიზაციისათვის, ქვეყნის პრესტიჟისა და ეკონომიკის განვითარებისათვის აიცილებელია, რომ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი ქართული ღვინო იყოს მაღალხარისხოვანი, ზადისა და ნაკლის გარეშე.

www.studywine.ge