ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა, მისი სამეურნეო მდგომარეობა საქართველოში და პრევენციის ღონისძიებები

გ.გაგოშიძე

ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა, მისი სამეურნეო მდგომარეობა საქართველოში და პრევენციის ღონისძიებები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში (აშშ., კანადა, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დანია, ბელგია, ჰოლანდია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა, შუა აზიის სახელმწიფოები და სხვა), მიუხედავად სახელმწიფო თუ კერძო სარწყავ–სამელიორაციო სისტემების მაღალ დონეზე ფუნქციორინებისა, სასოფლო–სამეურნეო საარგულებზე ქარსაფარი ზოლების როლი და მნიშვნელობა უდიდესი და ხშირად შეუცვლელიც კია.

ცნობილი ფაქტია, რომ ამგვარი ზოლებისაგან დაუცველ ფართობზე ქარი არა მხოლოდ ნიადაგს ფიტავს და ანგრევს მის საფარს, არამედ უშუალოდ სასოფლო–სამეურნეო კულტურებზეც ახდენს მექანიკურ ზემოქმედებას და ფიზიკურადაც ანადგურებს მათ( უმსხვრევს ტოტებს, ღეროს, აქცევს, აცვენს ფოთოლს, ყვავილს, აჩქარებს ტრანსპირაციას, ხელს უწყობს ტენის დისბალანსს მცენარის ორგანიზმში და სხვა). სულ ახლო წარსულში, საქართველოს აგროსარგულებზე 35 სახელმწიფო ქარსაფარი ზოლი არსებობდა (24–აღმოსავლეთ, ხოლო 11–დასავლეთ საქართველოში). დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მცირე, ფუნქციადაკარგული ფრაგმენტებია მათგან შემორჩეილი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში და უმეტეს ნაწილში სავარგულებისა ეს ფრაგმენტებიც აღარ არსებობს.

მიზეზი ამ ყველაფრისა ზოლებში გამოყენებული მერქნიანი მცენარეების მაღალი ბიოლოგიური ხნოვანება, აქედან გამომდინარე, მათი ამორტიზაცია და ასევე სათბობ–ენერგეტიკული რესურსების დეფიციტის გამო გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსახლეობის მიერ მათი ფიზიკური განადგურებაა საშეშედ გამოყენების მიზნით. მართალია დღეისათვის კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე მეტად მნიშვნელოვანია სარწყავ–სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება აგროკულტურების ზრდა–განვითარებისა და მოსავლიანობის სიუხვისათვის ,მაგრამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული ამორტიზირებული სარწყავ–სამელიორაციო სისტემის აღდგენასა და ახლის მშენებლობას დიდი დრო და თანხები ჭირდება, რომლის მოძიებაც სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნის რთული რელიეფური პირობები ამგვარი სისტემების სრულყოფილ რეაბილიტაციასა და ამოქმედებასაც უშლის ხელს, ამიტომ ქარსაფარი ზოლების აღდგენა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო სავარგულებზე სარწყავ სისტემებთან ერთად უმოკლეს ვადაში გაზრდის მათი ფუნქციონირების ეკონომიკურ ეფექტს, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ზოლების განადგურებამ არა მხოლოდ სავარგულები დააზარალა, არამედ მათ გარშემო არსებულ დასახლებულ პუნქტებსაც შეუქმნა მძიმე ეკოლოგიური პრობლემები მოსახლების სიცოცლისათვის აუცილებელი საარსებო გარემოს დაკნინების თვალსაზრისით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უპირველესად განსახორციელებლად მიგვაჩნია: საქართველოს აგროსავარგულებზე მოხდეს დარჩენილი ქარსაფარი ზოლების სრული ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის მასალების ანალიზის საფუძველზე დადგინდეს რამდენად სწორად იქნა შერჩეული ადგილები ძველი ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად;

რამდენად სწორი იყო მათი განლაგება გაბატონებული და სხვა მიმართულების ქარების მიმართ; რამდენად სწორად იყო შერჩეული ზოლებში გამოყენებუი მერქნიანი მცენარეების ასორტიმენტი; რამდენად სწორი იყო ძველი ზოლების სტრუქტურა და ა.შ.

ამ და რიგი სხვა საკითხების გათვალისწინებით მოხდეს ახალი ზოლების გაშენების დაპროექტება შესაბამისი ხარჯთაღრიცხვებით. პატივისცემით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორი:

www.studywine.ge