კონსულტაცია

პროექტი "ისწავლე ღვინო"

საკონსულტაციო მასალები

ქართული ღვინის გილდიის  კვალიფიციური კარდები მზად არიან გაუწიონ კონსულტაცია მცირე საოჯახო  მარნებს, მევენახეებს, ღვინის ინდუსტრიული წარმოების  სექტორში,  ღვინის ბიზნესში, ღვინის ტურიზმში დასაქმებულ   პირებს, სტარტაპერებს.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ საკითხებზე:

  • ვენახის გაშენება და მოვლა, ვაზის დაცვა და სხვა მევენახეობასთან დაკავშირებული საკითხები;
  • ბიო (ორგანული) მევენახეობა და მეღვინეობა;
  • ღვინის ტექნოლოგია  (ტრადიციული ტექნოლოგიები და თანამედროვე მიდგომები);
  • ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება (გემოვნური მახასიათებლები, ზადისა და ნაკლის ამოცნობა);
  • მევენახეობა-მეღვინეობის მარეგულირებელი დოკუმენტები და ღვინის სერტიფიცირება;
  • ღვინის მარკეტინგი;
  • ღვინის ლაბორატორიული ანალიზები;
  • კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად.


კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით

+995 599 517 775

+995 577 122 118 

ხშირად დასმული კითხვები

პროგრამა „ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები“ განეკუთვნება ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მე-5 დონეს, ხოლო „,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია“ - მე -4 დონეს.

,,ქართული ღვინის გილდიას“ აღნიშნულ პროგრამებზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებული აქვს ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის № 337145 და № 337125 გადაწყვეტილებებით.

საქართველოს მთავრობის დადგენილების №131 (2019 წლის 15 მარტი ქ. თბილისი), მუხლი 2.-ს თანახმად პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზანს წარმოადგენს ფორმალური განათლების ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემა. შესაბამისად:
პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.

აღნიშნული დოკუმენტი, როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას. პროცედურის შესახებ ეწვიეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდს.

  • მევენახეებისათვის;
  • მემარნეებისათვის;
  • ღვინის წარმოების  სექტორში დასაქმებული ან სამუშაოს მაძიებელი პირებისთვის;
  • ღვინის ბიზნესში (რეალიზაცია, ტურიზმი, მომსახურებისა და სავაჭრო სექტორი) დასაქმებული ან სამუშაოს მაძიებელთათვის;
  • მევენახეობა-მეღვინეობის ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირები/სტარტაპერებისთვის.
  • მცირე წარმადობის მარანში;
  • ღვინის ინდუსტრიულ საწარმოებში (ღვინის ქარხნები).

პროგრამის შინაარსი ითვალისწინებს თანამედროვე  შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ორიენტირებულია ხელი შეუწყოს მსემნელთა დასაქმებასა და თვითდასაქმებას.

  • სხვადასხვა ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სასმელების სადეგუსტაციო კომისიებში (საკონკურსო, საწარმოო, მუდმივმოქმედი) - კომისიის წევრი;
  • მცირე წარმადობისა და ინდუსტრიული ღვინის საწარმოებში (მარნები, ღვინის ქარხნები). ხარისხოვანი ღვინის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა წარმოების თითოეულ ეტაპზე ორგანოლეპტიკური შეფასების განხორციელება, რისთვისაც შესაბამისი ცოდნის და უნარის მქონე კადრია საჭირო.
  • ღვინის მაღაზიები. მაღაზიის თაროზე პროდუქციის განთავსებამდე, პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით, ხდება ღვინის სენსორული შეფასება ანუ დეგუსტაცია. ამ პროცესში კვალიფიციური დეგუსტატორების  ჩართულობა  ზეგავლენას ახდენს მაღაზიის რეპუტაციასა და პოპულარობაზე.
  • ღვინის ტურიზმში ჩართული ობიექტები: სადეგუსტაციო დარბაზები, სასტუმროები და სხვა. წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მარკეტინგული ხერხია საპრეზენტაციო დეგუსტაციების ორგანიზება სერვისის, სავაჭრო და ტურიზმის ობიქტებში. დეგუსტაციის დაგეგმვა/ჩატარებას, აპრობირებული ეტიკეტის დაცვას სპეციფიკური ცოდნა ესაჭირობა. დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია რომ ამ ღონისძიებების მენეჯმენტს ახორციელებდეს კვალიფიციური კადრი. ღვინით გამასპინძლების ეტიკეტის დახვეწასთან, ღვინის ტურიზმის განვითრებასთან ერთად იზრდება აღნიშნული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცილების მქონე პირებზე მოთხოვნილება.