ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

19 მაისს ქართული ღვინის გილდიასა და საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასთან, შესაბამისი კადრების პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და საჭიროებაზე დაფუძნებული საკითხების სწავლებასთან, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის ხარისხის შეფასებასა და გაუმჯობესებასთან, ხარისხზე ორიენტირებულ მწარმოებელთა ინტელექტუალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Georgian National Academy of Sciences (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია)