No products in the cart.
Return To Shopჩვენ შესახებ
ქართული ღვინის გილდიის საქმიანობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის საჭირო კადრების მომზადება-გადამზადება და ხარისხზე ორიენტირებულ მემარნეთა ხელშეწყობაა. რაც ითვალისწინებს მეწარმეთა კონსულტაციას, ტრენინგებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული მეღვინოებისა და დეგუსტაციის შემსწავლელი პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას. სასწავლო პროგრამები და ტრენინგები განკუთვნილია, ღვინის წარმოების სექტორში, ღვინის ბიზნესში დასაქმებულ და ჩართულ პირთათვის, სტარტაპერებისათვის.
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2022 წლის 5 სექტემბრის №994717 ოქმის გადაწყვეტილებით მონიჭებული გვაქვს პროფესიული გადამზადების პროგრამის “მევენახეობის მოკლე კურსი” განხორციელების უფლება, ხოლო 2023 წლის 15 მაისის №535753 ოქმის გადაწყვეტილებით – პროფესიული მომზადების პროგრამის „ღვინის დეგუსტატორი“ და პროფესიული გადამზადების პროგრამის ,,ღვინის წარმოების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები”.
პერმანენტულად ტარდება შემდეგი ტრენინგები: “რთველის შემდგომი პროცესები” “მეღვინეობა, თანამედროვე მიდგომები და ტრადიციები”; “მევენახეობა”; “ღვინის მარკეტინგი”; “ბიომევენახეობა და მეღვინეობა”, “მევენახეობა მეღვინეობის რეგულირება”; “ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების ეტაპები, მწარმოებლიდან – მომხმარებლამდე (ლოჯისტიკა)” და სხვა.
სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობაში ჩართულნი არიან დარგის ცნობადი და ღირსეული წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება.
ჩვენი კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ.
ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამები პერიოდულად ხორციელდება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით. ქართული ღვინის გილდია თანამშრომლობს ხარისხზე ოროენტირებულ მცირე წარმადობის მარნებთან, ღვინის ინდუსტრიულ წარმოებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. პარტნიორებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს ინტელექტუალურ, ფიზიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქართული ღვინის გილდიის საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და სხვა დარგის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებში. ლექციებზე გამოყენებული გვაქვს ჩვენი პარტნიორი კომპანიების/მეღვინეობების წარმოებული ღვინოები და ხელს ვუწყობთ გავაცნოთ მსმენელებს მათ მიერ წარმოებული ღვინოები.
TESTIMONIALSWhat Our Students
What Our Students
Have To Say
Lorem ipsum dolor sit amet consectur adipiscing elit sed eiusmod tempor
incididunt labore dolore magna aliquaenim ad minim.
incididunt labore dolore magna aliquaenim ad minim.
Lorem ipsum dolor amet consectur elit adicing elit sed do umod tempor ux incididunt enim ad minim veniam quis nosrud citation laboris nisiste aliquip comodo perspiatix.
David Owens
DesignerLorem ipsum dolor amet consectur elit adicing elit sed do umod tempor ux incididunt enim ad minim veniam quis nosrud citation laboris nisiste aliquip comodo perspiatix.
Bob Limones
StudentLorem ipsum dolor amet consectur elit adicing elit sed do umod tempor ux incididunt enim ad minim veniam quis nosrud citation laboris nisiste aliquip comodo perspiatix.
Tom Hurley
Content CreatorLorem ipsum dolor amet consectur elit adicing elit sed do umod tempor ux incididunt enim ad minim veniam quis nosrud citation laboris nisiste aliquip comodo perspiatix.
Robert Lane
DeveloperFUN FACTS
The Learge Number of Counting
Lorem ipsum dolor sit amet consectur adipiscing elit sed eiusmod tempor incididunt labore dolore magna aliquaenim ad minim.
K
Student Enrolled
K
CLASS COMPLETED
+
TOP INSTRUCTORS
%
SATISFACTION RATE
INSTRUCTORS