ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ქართული ღვინის გილდიის საქმიანობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის საჭირო კადრების მომზადება-გადამზადება და  ხარისხზე ორიენტირებულ მემარნეთა ხელშეწყობაა. რაც ითვალისწინებს მეწარმეთა კონსულტაციას, ტრენინგებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული მეღვინოებისა და დეგუსტაციის შემსწავლელი  პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას. სასწავლო პროგრამები და ტრენინგები განკუთვნილია, ღვინის წარმოების  სექტორში,  ღვინის ბიზნესში დასაქმებულ და ჩართულ  პირთათვის, სტარტაპერებისათვის.

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2020 წლის 10 აპრილის №335709 ოქმის გადაწყვეტილებით მონიჭებული გვაქვს პროფესიული გადამზადების პროგრამის «ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციია» და "ღვინის წარმოების ქართული ტრადუციული ტექნოლოგიები“-ს განხორციელების უფლება. 

პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები მაგალითად როგორიცაა: «მევენახეობა»; «ღვინის მარკეტინგი»; «ბიომევენახეობა და მეღვინეობა», «მევენახეობა მეღვინეობის რეგულირება»  და ა.შ .

სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობაში ჩართულნი არიან დარგის ცნობადი და ღირსეული წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება.
ჩვენი კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ.

ქართული ღვინის გილდიის  პროფესიული გადამზადების პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით.

01

რატომ ჩვენ

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი ენოლოგ-მკვლევარებით, პრაქტიკოსი მევენახე-მეღვინეებით, სომელიეებითა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორებით.

02

მისია

ჩვენი კვალიფიციური გუნდი მეწარმეებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერული მიდგომების, ბაზრის მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსების შესახებ.

03

საქმიანობა

ქართული ღვინის გილდიის საქმიანობა ასევე ითვალისწინებს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა ინფორმირებას, გემოვნების განვითარებასა და ხარისხის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ცოდნის გადაცემას.

611+

მსმენელი

510+

სერტიფიკატი

101+

კურსდამთავრებული