ხარისხის უზრუნველყოფა

სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები

შპს „ქართული ღვინის გილდიის“ სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია, საგანმანათლებლო პროცედურის, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის სისტემატური შეფასების მიზნით და მოქმედებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა. პერსონალის პროფესიული განვითარების შეფასება და სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა.

ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები:
  • სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
  • მიმდინარე სასწავლო პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება;
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
  • სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხარისხის უზრუნელყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავება;
  • პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების ორგანიზება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარებიხ ხელშეწყობა.

 

ლექციის-შეფასების-კითხვარი
პრაქტიკული-მეცადინეობის-შეფასების-კითხვარი
სემინარის-შეფასების-კითხვარი