პარტნიორები

პროექტი "ისწავლე ღვინო"

პროექტის პარტნიორები

ქართული ღვინის გილდია თანამშრომლობს ხარისხზე ოროენტირებულ მცირე წარმადობის მარნებთან, ღვინის ინდუსტრიულ წარმოებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.  

პარტნიორებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს  ინტელექტუალურ, ფიზიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას.
ჩვენი პარტნიორები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქართული ღვინის გილდიის საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და სხვა დარგის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებში.

შატო ზეგაანი

შატო ზეგაანი არის ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი მარანი, რომელიც ითვლის 200 წლის ისტორიას და დაფუძნებულია 1820 წელს ჭავჭავაძეების ოჯახის მიერ. მარანი აღჭურუვილია უნიკალური დანადგარებით.

სრულად ნახვა

კახური ღვინოები

კახური ღვინოების მარანი - წარმოება, სადაც ღვინის დაყენების სრული პროცესი რთველის მიღება, ყურძნის სელექცია - გადამუშავება, დადუღება, ჩამოსხმა სწორედ ერთ სივრცეში ხორციელდება.

სრულად ნახვა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება, მემკვიდრე და ტრადიციების გამგრძელებელი.

სრულად ნახვა

ღვინის სადეგუსტაციო მაღაზია "რეზერვი"

ღვინის მაღაზია რეზერვში წარმოდგენილია ცნობილი ქართული მეღვინეობების რჩეული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღვინოები. მის უნიკალურობას განაპირობებს სპეციალური მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა.

სრულად ნახვა

შპს ღვინის ლაბორატორია

შპს "ღვინის ლაბორატორიის" ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაზის ჯიშებისა და მათგან ნაწარმოები ღვინოების ხარისხის განსაზღვრა, მონაცემთა ბაზების შედგენა, და ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება.

სრულად ნახვა