ჩვენი პარტნიორი კომპანიები

ჩვენი პარტნიორი კომპანიები

 ქართული ღვინის გილდია ხშირად თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, მწარმოებლებთან და ნებისმიერ თუნდაც ფიზიკურ პირთან, რომელიც ყოველთვის გამოხატავს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს იმ სფეროში რასაც ჩვენი კომპანიის საქმიანობა ემსახურება - განავითაროს მევენახეობა-მეღვინეობის სფერო.

როგორ შეიძლება ამის მიღწევა?!

 უპირველესად ცოდნის გავრცელება, მიღებული ცოდნის საფუძველზე ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და შემდგომ შეთავაზება, გაცნობა უკვე ხარისხიანი შედეგის ღვინის, საზოგადოებისათვის , როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ.

 აღსანიშნავია და დასაფასებელია იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი სწავლების პროცესი იყოს სრულად გამართული, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულ ნაწილშიც. რაც გულისხმობს იმას, რომ ლექტორებს ეძლევათ შესძლებლობა თეორიასთან ერთად, პრაქტიკულადაც აჩვენონ და დააგემვნებინონ ჩვენს მსმენელებს ლექციის თემისთვის შესაბამისი ღვინოები.

 გვინდა მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ და იცოდეს საზოგადოებამ ვინ არიან ის კომპანიები, რომლებიც არაერთგზის გვეხმარებიან ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც ცოდნის გავრცელება ქვია. ეს იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ფიზიკური დახმარება. მათ მოწოდებულ ღვინოებს გარკვეული მისია და დანიშნუება აქვთ სწავლების პროცესში. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

მეღვინეობა ხარება • Winery Khareba

Father&Son Cellar

Duruji Valley

Marani • მარანი

აგიდელა • Agidela

Qvevri Wine Cellar - ქვევრის ღვინის მარანი

Batono - Georgian wine company

LTD Koncho & CO