დაიწყო რეგისტრაცია ღვინის დეგუსტაციის სასწავლო კურსზე!

დაიწყო რეგისტრაცია ღვინის დეგუსტაციის სასწავლო კურსზე!

დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: "ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია"

  • გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი !
  • 35 % თანადაფინანსება – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
  • ხარისხზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები!
  • პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ !!!
  • პედაგოგები – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორები —  მარიამ ხომასურიძე, ირმა ჯანტურია, ნინო მაისურაძე, თინათინ ჯაჯანიძე.

ღირებულება – 1674 ლარი (გადახდა 3 ეტაპად )

          მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, არასამუშაო დროს.

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას:

  • დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
  • დეგუსტაციის ორგანიზაცია;
  • ღვინითა და ალკოჰოლური სასმელებით მასპინძლობის ეტიკეტი;
  • გასტრონომიული პროდუქტების, კერძებისა და სასმელის შეხამების ძირითადი პრინციპები;
  • ღვინის არომატი და ფერი;
  • ზადისა და ნაკლის განმარტება;
  • ღვინის ზადები (მიკრობიოლოგიური დაავადებები);
  • დისკრიფტორები და მათი ამოცნობა;
  • ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სასმელების კლასიფიკაცია;
  • საღვინე ვაზის ჯიშები;
  • სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის, ცქრიალა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებები;
  • საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა – მეღვინეობის რეგიონებში დამზადებული: თეთრი, ვარდისფერი, წითელი, დაცული ადგილწარომოშიბის დასახელების, ქვევრის წითელი და ქარვისფერი ღვინოების დეგუსტაცია;
  • ცქრიალა ღვინოებისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია (ბრენდი, ჭაჭა);
  • ევროპული (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი) და ახალი მეღვინეობის ქვეყნების (აშშ, ჩილე, ახალი ზელანდია) ღვინოების დეგუსტაცია.

სასწავლო კურსის განმავლობაში:

  • სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება 64 ბოთლი სხვადასხვა მაღალი ხარისხის ღვინო და ალკოჰოლური სასმელი;
  • 3 პრაქტიკული მეცადინება ეთმობა მოდულურ ხსნარებზე ვარჯიშს;
  • 16 პრაქტიკული მეცადინეობა ეთმობა ვარჯიშს ღვინის ზადების ამოცნობაზე. სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა ზადის მქონე ღვინის რეალური მაგალითები და მოდელური ხსნარების ნაკრები.

პრაქტიკა:

  • ღვინის სადეგუსტაციო მაღაზიაში „რეზერვი“
  • ღვინის მწარმოებელ, ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“.

სწავლა ჩატარდება COVID -19 ყველა რეგულაციების დაცვით, მსმენელი რეგისტრაციის დროს, სწავლის დაწყებამდე უნდა იყოს მინიმუმ ერთხელ აცრილი COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით.

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 14 სექტემბრიდან ვებ.გვერდზე: vet.emis.ge

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 579210914
ელ.ფოსტა: georgianwineguild@gmail.com