დაიწყო რეგისტრაცია ღვინის დეგუსტაციის სასწავლო კურსზე!

დაიწყო რეგისტრაცია ღვინის დეგუსტაციის სასწავლო კურსზე!

დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: "ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია"
  • გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი !
  • ხარისხზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები!
  • პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ !!!
  • პედაგოგები – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორები —  მარიამ ხომასურიძე, ნინო მაისურაძე, თინათინ ჯაჯანიძე.

ღირებულება – 2085 ლარი (გადახდა 3 ეტაპად )

ღირებულება – 25% იანი ფასდაკლების შემთხევაში 1563 ლარი (გადახდა 3 ეტაპად )

ფასდაკლება ეხება ღვინის მაღაზიებსა და მარნებში დასაქმებულებს.

(მარნები, ღვინის მაღაზიები, ღვინის წარმოების ინდუსტრიული სექტორი, მცირე წარმოდობის, საოჯახო მარნის მფლობელები)

          მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, არასამუშაო დროს.

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას:

  • დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
  • დეგუსტაციის ორგანიზაცია;
  • ღვინითა და ალკოჰოლური სასმელებით მასპინძლობის ეტიკეტი;
  • გასტრონომიული პროდუქტების, კერძებისა და სასმელის შეხამების ძირითადი პრინციპები;
  • ღვინის არომატი და ფერი;
  • ზადისა და ნაკლის განმარტება;
  • ღვინის ზადები (მიკრობიოლოგიური დაავადებები);
  • დისკრიფტორები და მათი ამოცნობა;
  • ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სასმელების კლასიფიკაცია;
  • საღვინე ვაზის ჯიშები;
  • სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის, ცქრიალა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებები;
  • საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა – მეღვინეობის რეგიონებში დამზადებული: თეთრი, ვარდისფერი, წითელი, დაცული ადგილწარომოშიბის დასახელების, ქვევრის წითელი და ქარვისფერი ღვინოების დეგუსტაცია;
  • ცქრიალა ღვინოებისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია (ბრენდი, ჭაჭა);
  • ევროპული (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი) და ახალი მეღვინეობის ქვეყნების (აშშ, ჩილე, ახალი ზელანდია) ღვინოების დეგუსტაცია.

სასწავლო კურსის განმავლობაში:

  • სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება 64 ბოთლი სხვადასხვა მაღალი ხარისხის ღვინო და ალკოჰოლური სასმელი;
  • 3 პრაქტიკული მეცადინება ეთმობა მოდელურ ხსნარებზე ვარჯიშს;
  • 16 პრაქტიკული მეცადინეობა ეთმობა ვარჯიშს ღვინის ზადების ამოცნობაზე. სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა ზადის მქონე ღვინის რეალური მაგალითები და მოდელური ხსნარების ნაკრები.

პრაქტიკა:

  • ღვინის სადეგუსტაციო მაღაზიაში „რეზერვი“
  • ღვინის მწარმოებელ, ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“.

 

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 9 აპრილის ჩათვლით ვებ.გვერდზე: vet.emis.ge

სწავლა დაიწყება 12 აპრილს.

 

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 579210914
ელ.ფოსტა: georgianwineguild@gmail.com