დაიწყო რეგისტრაცია პროგრამაზე - მევენახეობის მოკლე კურსი

დაიწყო რეგისტრაცია პროგრამაზე - მევენახეობის მოკლე კურსი

პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ -45% დაფინანსების ფარგლებში ვაცხადებთ მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე

"მევენახეობის მოკლე კურს"

 

პროგრამის ხელმძღვანელი და ლექტორი — ლევან უჯმაჯურიძე.

პროგრამის ხანგრძლივობა - 3 თვე

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (არასამუშაო საათებში)

კურსის საფასური — 1550 ლარის ნაცვლად —  852 ლარი (თვეში 284 ლარი).

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 23 დეკემბრიდან

ვებ.გვერდზე: www.vet.emis.ge

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორ ენოვანი სერტიფიკატი.

 

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:
საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური მიკროზონები;
კულტურული ვაზის ჯიშების კლასიფიკაცია გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ზონების მიხედვით;
ვაზი და გარემო: ბუნებრივი, ეკოლოგიური ფაქტორები; გეოგრაფიული მდებარეობა;
საქართველოს მევენახეობის რეგიონების ნიადაგის ტიპები. ნიადაგის ტექსტურა, სტრუქტურა;
ვენახის მექანიზაცია: გამოსაყენებული მანქანა-ტრაქტორები; ყურძნის საკრეფი კომბაინები.
სავენახე ნაკვეთის მომზადება, ნიადაგის დამუშავება, განოყიერება;
ვაზის ინდივიდუალური და მუდმივი საყრდენი სისტემები და მათი მოწყობა; სარწყავი სისტემები.
ვაზის სხვლა - ფორმირების ვადები, წესები; ვაზის შეყელვა (დაკავება),
აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, ვაზის მწვანე ოპერაციები; მწვანე რთველი;
ვაზის მავნებლები და დაავადებები; მცენარეთა დაცვა ინტეგრირებული მეთოდებით, ქიმიური და ორგანული საშუალებების გამოყენების უსაფრთხოების წესები
ბიო (ორგანული), ბიოდინამიური და ნატურალური მევენახეობის თავისებურებანი; ბიო პროდუქციის წარმოების ინსპექტირება, სერტიფიცირება და ბაზარზე განთავსება.
რთველის დაწყების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა; რთველის ორგანიზება; ყურძნის დახარისხება: სასუფრე და საქიშმიშე ჯიშების ყურძნის კრეფა და შენახვა.
პრაქტიკა:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ - ქართული ადგილობრივი და ინტროდიცირებული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნერგების დათვალიერება, დესკრიპტორების გაცნობა; ვენახში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობა.

____________________

დეტალური ინფორმაციისთვის:
579 210 914; 577 122 118
georgianwineguild@gmail.com