
დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - „ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია“
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი !
ხარისხზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები!
პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ !!!
პედაგოგები – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორები — მარიამ ხომასურიძე, ნინო მაისურაძე, თინათინ ჯაჯანიძე.
ღირებულება – 1944 ლარი (გადახდა 3 ეტაპად )
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, არასამუშაო დროს.
პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას:
დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
დეგუსტაციის ორგანიზაცია;
ღვინითა და ალკოჰოლური სასმელებით მასპინძლობის ეტიკეტი;
გასტრონომიული პროდუქტების, კერძებისა და სასმელის შეხამების ძირითადი პრინციპები;
ღვინის არომატი და ფერი;
ზადისა და ნაკლის განმარტება;
ღვინის ზადები (მიკრობიოლოგიური დაავადებები);
დისკრიფტორები და მათი ამოცნობა;
ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სასმელების კლასიფიკაცია;
საღვინე ვაზის ჯიშები;
სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის, ცქრიალა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებები;
საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა – მეღვინეობის რეგიონებში დამზადებული: თეთრი, ვარდისფერი, წითელი, დაცული ადგილწარომოშიბის დასახელების, ქვევრის წითელი და ქარვისფერი ღვინოების დეგუსტაცია;
ცქრიალა ღვინოებისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია (ბრენდი, ჭაჭა);
ევროპული (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი) და ახალი მეღვინეობის ქვეყნების (აშშ, ჩილე, ახალი ზელანდია) ღვინოების დეგუსტაცია.
სასწავლო კურსის განმავლობაში:
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება 64 ბოთლი სხვადასხვა მაღალი ხარისხის ღვინო და ალკოჰოლური სასმელი;
3 პრაქტიკული მეცადინება ეთმობა მოდულურ ხსნარებზე ვარჯიშს;
16 პრაქტიკული მეცადინეობა ეთმობა ვარჯიშს ღვინის ზადების ამოცნობაზე. სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა ზადის მქონე ღვინის რეალური მაგალითები და მოდელური ხსნარების ნაკრები.
პრაქტიკა:
ღვინის სადეგუსტაციო მაღაზიაში „რეზერვი“
ღვინის მწარმოებელ, ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“.
პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 10 სექტემბრიდან
ვებ.გვერდზე: https://vet.emis.ge
სწავლა დაიწყება 4 ოქტომბერს.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 579210914
ელ.ფოსტა: georgianwineguild@gmail.com