დაიწყო რეგისტრაცია პროგრამაზე : „მევენახეობის მოკლე კურსი“

დაიწყო რეგისტრაცია პროგრამაზე : „მევენახეობის მოკლე კურსი“

დაიწყო რეგისტრაცია პროგრამაზე : „მევენახეობის მოკლე კურსი“

გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი !

◾ხარისხზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები!

◾პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ !!!

◾პედაგოგები - ლევან უჯმაჯურიძე, ჯაბა აბაიშვილი, თამაზ ნადირაშვილი, თენგიზ ცარციძე, ზურაბ ხიდეშელი

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას:

• საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური მიკროზონები;

• კულტურული ვაზის ჯიშების კლასიფიკაცია გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ზონების მიხედვით;

• ვაზი და გარემო: ბუნებრივი, ეკოლოგიური ფაქტორები; გეოგრაფიული მდებარეობა;

• საქართველოს მევენახეობის რეგიონების ნიადაგის ტიპები. ნიადაგის ტექსტურა, სტრუქტურა;

• ვენახის მექანიზაცია: გამოსაყენებული მანქანა-ტრაქტორები; ყურძნის საკრეფი კომბაინები.

• სავენახე ნაკვეთის მომზადება, ნიადაგის დამუშავება, განოყიერება;

• ვაზის ინდივიდუალური და მუდმივი საყრდენი სისტემები და მათი მოწყობა; სარწყავი სისტემები.

• ვაზის სხვლა - ფორმირების ვადები, წესები; ვაზის შეყელვა (დაკავება),

• აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, ვაზის მწვანე ოპერაციები; მწვანე რთველი;

• ვაზის მავნებლები და დაავადებები; მცენარეთა დაცვა ინტეგრირებული მეთოდებით, ქიმიური და ორგანული საშუალებების გამოყენების უსაფრთხოების წესები

• ბიო (ორგანული), ბიოდინამიური და ნატურალური მევენახეობის თავისებურებანი; ბიო პროდუქციის წარმოების ინსპექტირება, სერტიფიცირება და ბაზარზე განთავსება.

• რთველის დაწყების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა; რთველის ორგანიზება; ყურძნის დახარისხება: სასუფრე და საქიშმიშე ჯიშების ყურძნის კრეფა და შენახვა.

პრაქტიკა:

◾“სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ - ქართული ადგილობრივი და ინტროდიცირებული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნერგების დათვალიერება, დესკრიპტორების გაცნობა; ვენახში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობა.

◾ „შატო ზეგაანის“ სავენახე ნაკვეთი - მიმდინარე სეზონურ აგრო-ტექნოლოგიურ და ფიტოტექნიკურ ოპერაციების განხორციელებაში მონაწილება.

სწავლების დაიწყება 3 ოქტომბერს.

ღირებულება - 1794 - ლარი;

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 19:00 საათი

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 12 სექტემბრიდან ვებ.გვერდზე: www.vet.emis.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 579210914

ელ.ფოსტა: georgianwineguild@gmail.com