პროფესიული გადამზადების პროგრამა «ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები»
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის № 337145 გადაწყვეტილებით
პროფესიული გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 19 კვირას. პროგრამა ითვალისწინებს ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიების სწავლებასა და ხარისხოვანი ღვინის წარმოებისათვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების შეძენას.
პროგრამა მოიცავს: სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის ტექნოლოგიების სწავლებას: ქვევრის ღვინო, ბიო ღვინო, შემაგრებული ღვინო, ცქრიალა ღვინო, ბუნებრივად ნახევრად მშრალი/ ტკბილი ღვინოები და სხვა; ღვინის წარმოების ცალკეული ტექნოლოგიურ ოპერაციების, მიმდინარე მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური პროცესების დეტალურ განხილვას; ღვინის ხარისხსა და შემადგენლობაზე მოქმედი ფაქტორების გაცნობას; მეღვინეობის პრაქტიკაში გამოყენებული აპარატურის, ჭურჭლის, მოწყობილობების, ნებადართული მასალების გაცნობასა და მათი გამოყენების სწავლებას.
მსმენელი მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის რეგულირების შესახებ. დეტალურად გაერკვევა ექსპორტისათვის საჭირო ღვინის სერტიფიცირების პროცედურებში. ისწავლის დარგის მარეგულირებელი დოკუმენტაციით ღვინისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. გაეცნობა ღვინის ბრენდინგისა და მარკეტინგის ძირითად საკითხებში.
პროგრამა ითვალისწინებს გასვლით პრაქტიკულ მეცადინეობებს:
- ISO -სსერტიფიკატი მქონე ბიო ღვინის მწარმოებელ ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“ ;
- ღვინის ორ ინდუსტრიულ საწარმოში
- ქვევრის ღვინის ორ მარანში
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
პროგრამა მოიცავს: სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის ტექნოლოგიების სწავლებას.
სხვადასხვა კატეგორიის/ტიპის ღვინის ტექნოლოგიების სწავლებას: ქვევრის ღვინო, ბიო ღვინო, შემაგრებული ღვინო, ცქრიალა ღვინო, ბუნებრივად ნახევრად მშრალი/ ტკბილი ღვინოები და სხვა; ღვინის წარმოების ცალკეული ტექნოლოგიურ ოპერაციების, მიმდინარე მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური პროცესების დეტალურ განხილვას; ღვინის ხარისხსა და შემადგენლობაზე მოქმედი ფაქტორების გაცნობას; მეღვინეობის პრაქტიკაში გამოყენებული აპარატურის, ჭურჭლის, მოწყობილობების, ნებადართული მასალების გაცნობასა და მათი გამოყენების სწავლებას.
მარიამ ხომასურიძე - ენოლოგი.
სამუშაო ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი, მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი.
მედეა ორმოცაძე - მეღვინე - ტექნოლოგი, პროფესორი.
სამუშაო ადგილი: საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტი, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“.
ნინო გაგელიძე - მიკრობიოლოგი, პროფესორი.
სამუშაო ადგილი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ - აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი.
ელენე კალატოზიშვილი - ქიმიკოსი, პროფესორი.
სამუშაო ადგილი: საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტი, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“.