ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია

ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია

ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია

პროფესიული გადამზადების პროგრამა "ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია"

პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის № 337125 გადაწყვეტილებით.

პროგრამა შემუშავებულია OIV -ის ( ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია) მიერ მიღებული დოკუმენტების და ISO-სტანდარტების გათვალისწინებით. პროგრამის  შინაარსი, სტრუქტურა, გამოყენებული  სწავლების მეთოდები მიზანმიმართულია ისეთი დეგუსტატორების მოსამზადებლად, რომლებიც კონკურენტუნარიანები  იქნებიან როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას. პროგრამა ითვალისწინებს ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების სენსორული მახასიათებლების, ზადის, ნაკლის თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა ქართული, ევროპული, ახალი მეღვინეობის ქვეყნების ალკოჰოლური სასმელების ჯიშურ მახასიათებლებს, გემოვნურ თვისებებს.  პრაქტიკის კომპონენტი მოიცავს  საწარმოო დეგუსტაციაში, ღვინის სერვინგისა და წარდგენის პროცესში მონაწილებას. პრაქტიკები ჩატარდება ღვინის სადეგუსტაციო მაღაზიაში „რეზერვი“ და ღვინის მწარმოებელ, ერთ-ერთ უძველეს მარანში „შატო ზეგაანი“.

სასწავლო პროცესს გაუძღვებიან კვალიფიციური პირები, რომლებიც ეწევიან დეგუსტატორის საქმიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო საკონკურსო, საწარმოო და სხვა სახის სადეგუსტაციო  კომისიებში,  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებში, ღვინის მაღაზიებში, მცირე მარნებისა და ღვინის ქარხნების სადეგუსტაციო დარბაზებში, ღვინის ტურიზმში ჩართულ ობიექტებში.

მსმენელი, რომელიც დააგროვებს 91 ქულაზე მაღალ შეფასებას სტაჟირებას გაივლის www.topgeorgian.wine-ის სადეგუსტაციო კომისიაში. 

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.

მარიამ ხომასურიძე - ენოლოგი.
სამუშაო ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი, მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი.


ირმა ჭანტურია - ენოლოგი.
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს. „ღვინის ლაბორატორია“, დირექტორი.


ნინო მაისურაძე - ექსპერტ-სპეციალისტი. 
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს. „ღვინის ლაბორატორია“.


თინათინ ჯაჯანიძე -  ექსპერტ-სპეციალისტი.
სამუშაო ადგილი:  შპს „ღვინის ლაბორატორია“


 

პროგრამა შეიცავს :

  • ხანგრძლივობა : 72 საათი
  • ლექციების რ-ბა : 27
  • მსმენელები : 21
ფასი : 2085 ₾ რეგისტრაცია