პროფესიული გადამზადების პროგრამა „მევენახეობის მოკლე კურსი“
პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება მოპოვებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2022 წლის 05 სექტემბრის №994717 გადაწყვეტილებით.
პროგრამის ხელმძღვანელი და ლექტორი — ლევან უჯმაჯურიძე
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:
საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური მიკროზონები;
კულტურული ვაზის ჯიშების კლასიფიკაცია გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ზონების მიხედვით;
ვაზი და გარემო: ბუნებრივი, ეკოლოგიური ფაქტორები; გეოგრაფიული მდებარეობა;
საქართველოს მევენახეობის რეგიონების ნიადაგის ტიპები. ნიადაგის ტექსტურა, სტრუქტურა;
ვენახის მექანიზაცია: გამოსაყენებული მანქანა-ტრაქტორები; ყურძნის საკრეფი კომბაინები.
სავენახე ნაკვეთის მომზადება, ნიადაგის დამუშავება, განოყიერება;
ვაზის ინდივიდუალური და მუდმივი საყრდენი სისტემები და მათი მოწყობა; სარწყავი სისტემები.
ვაზის სხვლა - ფორმირების ვადები, წესები; ვაზის შეყელვა (დაკავება),
აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, ვაზის მწვანე ოპერაციები; მწვანე რთველი;
ვაზის მავნებლები და დაავადებები; მცენარეთა დაცვა ინტეგრირებული მეთოდებით, ქიმიური და ორგანული საშუალებების გამოყენების უსაფრთხოების წესები
ბიო (ორგანული), ბიოდინამიური და ნატურალური მევენახეობის თავისებურებანი; ბიო პროდუქციის წარმოების ინსპექტირება, სერტიფიცირება და ბაზარზე განთავსება.
რთველის დაწყების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა; რთველის ორგანიზება; ყურძნის დახარისხება: სასუფრე და საქიშმიშე ჯიშების ყურძნის კრეფა და შენახვა.
პრაქტიკა:
“სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ - ქართული ადგილობრივი და ინტროდიცირებული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნერგების დათვალიერება, დესკრიპტორების გაცნობა; ვენახში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობა.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორ ენოვანი სერტიფიკატი.
ლევანი უჯმაჯურიძე - მევენახე, პროფესორი.
სამუშაო ადგილი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი.