სასწავლო კურსი „მეღვინეობის კანონმდებლობა და ღვინის სერტიფიკაციის პროცედურები“

სასწავლო კურსი „მეღვინეობის კანონმდებლობა და ღვინის სერტიფიკაციის პროცედურები“

სასწავლო კურსი განკუთვნილია ღვინის მწარმოებლისათვის, ღვინის კომპანიის თანამშრომლისათვის, მემარნისათვის. სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელი მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის რეგულირების შესახებ. გაეცნობა საქართველოს კანონს ვაზისა და ღვინის შესახებ. დეტალურად გაერკვევა ექსპორტისათვის საჭირო ღვინის სერტიფიცირების პროცედურებს. ისწავლის დარგის მარეგულირებელი დოკუმენტაციით ღვინისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ანუ რა ფიზიკურ-ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინო. კურსის ხანგძლივობაა 3 კვირა.

პროგრამა:

I კვირა

  • საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ, ტერმინთა განმარტებები; ღვინის კლასიფიკაცია; მაგარი სასმელები და ცქრიალა ღვინო;
  • კონტროლირებადი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოება და რეგულირება; კონტროლირებადი ადგილწარმოშობის ღვინის პასპორტები;

II კვირა

  • საქმის წარმოება ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, რეგულირებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია რთველიდან ჩამოსხმადე, მათი შევსება და წარდგენის ვადები;
  • დარგის მარეგულირებელი დოკუმენტაციით ღვინისადმის წაყენებული მოთხოვნები; ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები;
  • სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები საწარმოსთან და პროდუქციასთან მიმართებაში, უსაფრთხოების პარამეტრები და მათი კონტროლი;

III კვირა

  • ღვინის ეტიკეტი, ეტიკეტირებისადმი წაყენებული მოთხოვნები;
  • ღვინის სერტიფიკაციის პროცედურები და დოკუმენტაცია; ელექტრონული სისტემა;
  • ნიმუშის წარდგენა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ნიმუშის აღების წესი, ნიმუშების რაოდენობა და პროცედურები; ნიმუშის აღების აქტის გაფორმება;
  • ნიმუშის წარდგენა სადეგუსტაციო კომისიაში, პროცედურები და ღვინის შეფასების სისტემა.

სასწავლო მასალა PDF დოკუმენტების სახით ეგზავნება მსმენელს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე

www.studywine.ge